ციფრული ფორვარდერი
tack tack

ტვირთების გადაზიდვა და საერთაშორისო ლოგისტიკა

ტრანსლაივი არის ციფრული პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ტვირთების გადაზიდვა და საერთაშორისო ლოგისტიკა გაცილებით უფრო ეფექტური და მოსახერხებელი ხდება.

ტრანსპორტირების ტარიფის გამოთვლა

Tbilisi Batumi
Baku Istanbul

ტრანსპორტის ტიპი

მაღალტექნოლოგიური პლატფორმა

დღევანდელ ბიზნეს ინდუსტრიაში აუცილებელია მოწინავე ტექნოლოგებისა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენება წარმატებული ბიზნეს გადაწყეტილებების მისაღებად. ამ ინსტრუმენტების ინტეგრაცია სულ უფრო გადამწყვეტი ხდება ლოგისტიკაშიც. კერძოდ ლოგისტიკური პროცესების გასაუმჯობესებლად, სიმარტივის, სიჩქარისა და ეფექტურობის მისაღწევად. შესაბამისად Lemondo - სთან ერთად შეიქმნა ინოვაციური და ტექნოლოგიური პლატფორმა ტრანსლაივი, რომლის საშუალებით ხორციელდება სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვები.

info

10 წლიანი გამოცდილება ბაზარზე

Translive შექმნილია კაიროს ლოგისტიკის, ბენე ჯგუფისა და Lemondo-ს პარტნიორობით. ამ კომპანიებს საერთაშორისო ლოჯისტიკაში და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში 10 წლიანი გამოცდილება გააჩნიათ. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე, ჩვენ გვჯერა, რომ ლოგისტიკის განვითარებისთვის საუკეთესო პროდუქტი შევქმენით, რომელსაც მუდმივად ვხვეწთ და ვავითარებთ. ჩვენი ჯგუფი უკვე 10 წელია წარმატებით ახორციელებს, როგორც სახმელეთო, ასევე საკონტეინერო, ნაკრები ტვირთების და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვებს.

info

ტვირთების გადაზიდვა საუკეთესო პირობებით

ჩვენი მიზანია ტრანსპორტირების პროცესის ოპტიმიზაცია, და საერთაშორისო გადაზიდვის პროცესის გამარტივება. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ ჩვენს პარტნიორებს, ტვირთის მფლობელებს და გადამზიდავებს, მივაწოდოთ ყველაზე ხელსაყრელი პირობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის გადახდის, დაზღვევისა და სხვა სერვისებზე. ჩვენი საბოლოო მიზანია საერთაშორისო ლოგისტიკური პროცესი ყველა მხარისთვის გაცილებით უკეთესი გავხადოთ.

info

ჩვენი უპირატესობები

innovation

სიმარტივე

ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ ტვირთების გადაზიდვის პროცესს საგრძნობლად გიმარტივებთ.

innovation

მოქნილობა

რეგიონის საუკეთესო გადამზიდავები ლაივ რეჟიმში გთავაზობენ საკუთარ სერვისს.

innovation

მეტი კონტროლი

გადახდების, თვის შეკვეთების, სტატისტიკის და ტვირთის ადგილმდებარეობის კონტროლი 24 საათის მანძილზე

innovation

დაცულობა

ჩვენთან ყველა ტვირთი დაზღვეულია, ხოლო ჩვენი პარტნიორი გადამზიდავების მზარდი ქსელი გარანტიაა იმისა, რომ ყოველთვის საუკეთესო შეთავაზებას მიიღებთ.

გადამზიდავებისთვის

Translive არის საუკეთესო გზა მიიღოთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია გადასაზიდ ტვირთებზე თქვენთვის სასურველი მიმართულებით, გაიმარტივოთ გადაზიდვის პროცედურები და მიიღოთ გადახდის საუკეთესო პირობები.

  • wallet თანხის გადახდა ტვირთის ჩაბარებიდან 2 დღეში
  • link გადაზიდვების სტაბილური ნაკადი
  • discount დამატებითი ბენეფიტები
რეგისტრაცია

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მუშაობს Translive?

select

Translive მარტივად აკავშირებს ტვირთის მფლობელსა და გადამზიდავს ერთმანეთთან, სადაც საუკეთესო შეთავაზებების შერჩევის შესაძლებლობა ეძლევა როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. პროცესში ავტომატურად გენერირდება საჭირო დოკუმენტაცია, ტვირთის მფლობელებს ეძლევათ გადაზიდვის პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა და ორივე მხარეს უმარტივდება პროცესი.

საიდან, ან სად შემიძლია ტვირთის გადაზიდვა?

select

ჩვენი სერვისი ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვა შესრულებადია ჩვენი საერთაშორისო ლოგისტიკური პარტიორების ქსელის დახმარებით.

აუცილებელია თუ არა რეგისტრაცია?

select

რეგისტრაცია ჩვენთან მარტივი პროცესია და აუცილებელია როგორც ტვირთის მეპატრონისთვის, ისე გადამზიდავისთვის. რეგისტრაციის შედეგად თქვენ გექნებათ თქვენი პირადი კაბინეტი და შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი ტვირთები, შეკვეთები, გადახდები, თვის სტატისტიკა და მიიღოთ სხვა მსგავსი სასარგებლო ინფორმაცია.

როგორ ხდება ტვირთის დაზღვევა?

select

დაზღვევა ხდება ტვირთის საინვოისო ღირებულებით, შესაბამისად ჩვენი ნებისმიერი გადაზიდვა დაზღვეულია 100%-ით. სადაზღვევო ტარიფები ყოველთვის კონკურენტულია, ან საუკეთესოა ბაზარზე.

რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი?

select

ყველა ტიპის ტვირთის გადაზიდვა შესაძლებელია, მათ შორის: საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური/გაზიანი სასმელები, მალფუჭებადი, სახიფათო კატეგორიის ტვირთები, არაგაბარიტული ტვირთები, მედიკამენტები, ნერგები, სარეკლამო, თუ სამშენებლო მასალები.

ჩვენი გამოცდილება

რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.

2013

წლიდან ბარზარზე

40 000 +

შესრულებული გადაზიდვა

2 500

კორპორატიული კლიენტი

5 000 +

პარტნიორი გადამზიდავი